სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია: "უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამართლებლივი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე არღვევს კანონს და სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ რეაგირება, ეს არის ევროპული სტანდარტი”

1Izor-samart-1საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ამას ითვალისწინებს ვიზა–ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, და შესაბამისად, ეს ვალდებულება, რაც იკისრა ქვეყანამ, შეასრულა ღირსეულად. აქამდე კი ეს პროცესი იყო რეგულაციის მიღმა დატოვებული.

ძალიან ბევრია საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა უწინ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მომხდარიყო მათი გამოვლენა, ვთქვათ, განთავსება დროებით და შემდეგ, როგორც ამას სამართლებრივი პროცედურები ითხოვს – გაძევებაც. და სწორედ ეს ცენტრი, სადაც თქვენ დღეს იმყოფებით და რომელიც ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს და, მეტსაც ვიტყოდი, ჩვენ რამდენიმე ევროპის ქვეყანა მოვინახულეთ და აქ მდგომარეობა რაც გვაქვს, იმ მდგომარეობას არაფრით არ ჩამოუვარდება, მეტიც კი – უკეთესი მდგომარეობაა, იძლევა უკვე იმის საფუძველს, ანუ ეს შენობა, რომ გამოვლენილი არალეგალი განთავსდეს დროებით და შემდეგ უკვე სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ.