პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: „მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა და პრობლემები შეექმნა!”

1Ya-polit-1-mtსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ეს არ არის მიზანმიმართული პოლიტიკა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამ პროცესში დაფიქსირებული ყველა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრება.

„მინდა განვმარტო, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების უკეთ დაცვას, საქართველოში მიგრაციული პროცესების ეფექტურად მართვას. საზღვრის დაცვის პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტიანად და ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც მინისტრმა ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა. 11 ახალი სასაზღვრო სექტორი იხსნება მოკლე პერიოდში, მესაზღვრეებს გაეზარდათ ხელფასი, ძალიან ბევრი ეფექტიანი პროექტი განახორციელეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებითაც. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინტერვიუ არ უნახავს და ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

პრემიერი ასევე გამოეხმაურა დედაქალაქის მერიაში სახელფასო დანამატების გაცემის საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დავით ნარმანია ყველაფერს ღიად და გამჭვირვალედ აკეთებს ყველაფერს და ჟურნალისტებს ურჩია, ამ თემაზე კითხვით თბილისის მერს მიმართონ.

1Ya-pol-1-qv