პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: “ორი წელი გავიდა. სად არის პროგრესი?”

1CaCia-analit-1საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ცნობილი პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია საქართველოსა და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება. ბატონი ალექსანდრე, რომელიც ადრე ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს კრიტიკულად აფასებს.

- ჩვენი ბოლო საუბრიდან წელიწადზე მეტი გავიდა. ამასობაში საქართველოსა და, საერთოდ, მსოფლიოში ბევრი რამ მოხდა, თუმცა უკრაინის მოვლენები განსაკუთრებით აქტუალურია. თქვენი აზრით, რა მოხდა ამ ქვეყანაში და როგორ განვითარდება იქ მოვლენები?

- ჩვენ, ქართველებს, ყველაზე უკეთ უნდა გვესმოდეს უკრაინის ტრაგედიის არსი იმიტომ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში იგივე გადავიტანეთ. სამწუხაროდ, საქართველოს მწარე გამოცდილება ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის  გაკვეთილად არ იქცა. ფორმალური თვალსაზრისით, კიეველი პოლიტიკოსების ჯგუფმა დასავლეთუკრაინული დაჯგუფებების დახმარებით განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება -  განდევნა კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და მიიტაცა ძალაუფლება დედაქალაქში. მოსახლეობის ნაწილმა მხარი დაუჭირა ამ გადატრიალებას და ლოიალურად მოეკიდა პუტჩისტებს, მაგრამ მნიშვნელოვანმა ნაწილმა, უმთავრესად ქვეყნის აღმოსავლეთში, უარი თქვა ახალი ხელისუფლების აღიარებაზე. მაშინ კიევმა გადაწყვიტა, ძალით დაემყარებინა თავისი იურისდიქცია და ამ რეგიონებს სადამსჯელო რაზმები შეუსია. დაიწყო სამოქალაქო ომი.

ანალოგიური რამ მოხდა საქართველოშიც ოციოდე წლის წინათ, როდესაც თბილისელი პოლიტიკოსების ჯგუფმა სამხედრო დაჯგუფებების მხარდაჭერით დაამხო კანონიერი პრეზიდენტი და მიიტაცა ძალაუფლება (რა თქმა უნდა, არ ვადარებ ზვიად გამსახურდიას კორუმპირებულ ბრიყვ იანუკოვიჩთან). საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა მოძალადე ხელისუფლების აღიარებაზე და მაშინაც მოსახლეობას დასაშოშმინებლად სადამსჯელო რაზმები შეუსიეს. გაჩაღდა სამოქალაქო ომი. პარალელურად აფხაზეთის მოსახლეობამ განაცხადა: თქვენ, თბილისში, აზრს არ გვეკითხებით, ისე აწყობთ გადატრიალებას, მერე კი ხოცავთ თანამოძმეებს, რომლებიც არ გეთანხმებიან; არ შეგვიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ ასეთ სახელმწიფოში და უარს ვამბობთ თქვენთან თანაცხოვრებაზე. ომი აფხაზეთზეც გადაერთო და ამ რეგიონის დაკარგვით დასრულდა. ასევე ტერიტორიის დაკარგვით დასრულდება ომი უკრაინაშიც.

- არანაკლებ თვალშისაცემია 2003 წლისვარდების რევოლუციასთანანალოგიებიც.

- შევარდნაძის დამხობას ქართველ საზოგადოებაში პროტესტი არ გამოუწვევია, მაგრამ პოლიტიკური ძალა, რომელიც 2003 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, სრულიად იდენტურია ძალისა, რომელიც კიევის მაიდანმა მოიყვანა ხელისუფლებაში. გარე მოხმარების ლოზუნგები - “უკრაინა - ევროპაა!”, “მხარს ვუჭერთ ევროკავშირში შესვლას!”, “ჩვენ _ დასავლეთის ნაწილი ვართ!” და სხვ. შეხამებულია შიგა მოხმარების ულტრანაციონალურ ლოზუნგებთან (“უკრაინა _ უკრაინელებისთვის!”, “ძირს რუსული ენა!”, “რუსები და ებრაელები _ სახრჩობელაზე!” და სხვ.) და ბანდერას, შუხევიჩისა თუ დიდი სამამულო ომის დროს წითელ არმიასთან მებრძოლი ბოევიკების გმირებად წარმოჩენასთან. დასავლური საინფორმაციო საშუალებები, ბუნებრივია, გადასცემდნენ პროევროპულ ლოზუნგებს, მაგრამ არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ ფაშისტურ მოწოდებებს. საოცარია _ მსოფლიო პრესა, რომელიც ფრიად მგრძნობიარეა ანტისემიტიზმის გამოვლინებებისადმი, სრულიად ბრმა და ყრუ

აღმოჩნდა ებრაელების განდევნისა და დახოცვის მოწოდებებისადმი უკრაინაში. ეს ისე, _ დასავლეთში სიტყვის თავისუფლების საკითხისთვის...

ამგვარად, უკრაინული გადატრიალების ლიდერები მოუწოდებდნენ “ეროვნული სახელმწიფოს” შექმნის, უცხოტომელების განდევნის, უკრაინული იდენტობის, უკრაინელი ხალხის ტრადიციული ფასეულობების განვითარებისკენ და ამავე დროს კამერების წინ ტლანქად იწერდნენ პირჯვარს მართლმადიდებლურ ტაძრებში და მღვდლებისგან კურთხევას იღებდნენ. რა მიიღეს შედეგად უკრაინელებმა? _ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ვიცეპრემიერები, უმსხვილესი რეგიონების გუბერნატორები ეთნიკური ებრაელები გახდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრი სომეხია; პარლამენტის თავმჯდომარე _ მართლმადიდებლების მოძულე ბაპტისტი; ოპოზიციის ძირითად ლიდერს _ ტიმოშენკოსაც კი წვეთი სისხლი არ ურევია უკრაინული. ეს არ არის კაზუსი, ეს არ არის შემთხვევითობა. ეს კანონზომიერებაა ყველა იმ გადატრიალებისთვის, რომლებიც ამერიკული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობით ხორციელდება. გაიხსენეთ სააკაშვილის ხელისუფლება: ეთნიკური ქართველები მასშიც უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენდნენ. თითქმის არც ერთი მთავარი ფიგურა არ იყო ქართული წარმომავლობის, მაგრამ ქვეყნის შიგნით ისინიც ფართოდ იყენებდნენ ადამიანების ეროვნულ გრძნობებს, ნაციონალურ რიტორიკას, ისევე მოუქნელად ანთებდნენ საყდრებში სანთლებს, როგორც მათი უკრაინელი კოლეგები, საკუთარ პარტიასაც კი “ნაციონალური მოძრაობა” დაარქვეს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში  პირწავარდნილი კოსმოპოლიტები, გლობალისტები, ეროვნული თვითშეგნების ნებისმიერი ფორმის დაუძინებელი მტრები არიან. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისინი მიზანმიმართულად დევნიდნენ ქართული ეროვნული იდენტურობის ნებისმიერ გამოვლინებას, ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ ჩვენი ერის ტრადიციულ სულიერ ფასეულობებს, ყველაფერს აკეთებდნენ მართლმადიდებლობის დისკრედიტაციისთვის, ფართო გასაქანი მისცეს ერის სულიერი ერთობის გამხრწნელ სხვადასხვა ჯურის რელიგიურ სექტებს. ეს ყველაფერი ჩვენ გამოვიარეთ, ახლაც განვიცდით შედეგებს და ყოველივე ეს, ისევე, როგორც ქვეყნის დაშლა, ელოდება უკრაინასაც.

- რატომ მოჰყავთ ამერიკელებს ხელისუფლებაში არამკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები?

- იმიტომ, რომ ასეთ მარიონეტებს არ ადარდებთ მკვიდრი მოსახლეობა და მზად არიან, ნებისმიერი, ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტებიც კი, ჩაატარონ ამ მკვიდრ მოსახლეობაზე; მზად არიან, პატრონების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენონ ქვეყანა ნებისმიერი საერთაშორისო ავანტიურის მოსაწყობად. ყველა ნორმალური ადამიანისთვის ცხადია, რომ ევროკავშირში, ნატოში შესვლა ბლეფია, მოსახლეობის მოტყუებაა, მაგრამ ეს სისხლიანი ბლეფია, რომელსაც საზოგადოების გახლეჩა, სისხლისღვრა და ქვეყნის დაშლა მოჰყვება. ასე მოხდა საქართველოში, მოლდოვაში, ახლა იგივე ხდება უკრაინაში. განა ნამდვილი პატრიოტი, ერისკაცი ამაზე წავა? ამიტომაც არჩევენ მკვიდრი მოსახლეობისგან ეთნიკურად, სულიერად უცხო ადამიანებს, გარკვეული ფსიქიკური და ფიზიკური გადახრებით, მათ შორის, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით. ასეთები პატრონებისადმი განსაკუთრებულად ერთგულები არიან, რადგან იციან, რომ მთლიანად მათ ნებაზე არიან დამოკიდებულნი; კურატორების მზრუნველობის გარეშე ამ პირებს არ აქვთ არანაირი შანსი, გახდნენ პოლიტიკური ან სახელმწიფო მოღვაწეები. დააკვირდით იაცენიუკს ან ტურჩინოვს: შეიძლება ასეთი ინტელექტისა და იერის ადამიანები ქვეყნის ლიდერები გახდნენ? როგორც ირკვევა, შეიძლება, თუკი ასეთია აშშ-ის ნება. დააკვირდით იმავე სააკაშვილის სახელისუფლო გუნდის შემადგენლობას _ ჩვენი ნება რომ ყოფილიყო, დამოუკიდებელი არჩევანი რომ გვქონოდა, რომელიმე მათგანს ავირჩევდით ქართველები რაიმეს ხელმძღვანელად?

- ასეა თუ ისე, მოსახლეობა იღებს ამ ტიპის მარიონეტებს. გონების მასობრივი დაბინდვა, ეროვნული ღირსების გაქრობა, რაიმე ძალისადმი ბრმა მორჩილება... რა არის ამის მიზეზი?

- არ ვიცი, ეს ჩემთვისაც გამოცანაა. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 9 პროცენტამდე მიიღო ცნობილმა ჰომოსექსუალმა ლიაშკომ, რომელსაც რადიკალი უკრაინელი ნაციონალისტის როლი აქვს მიკუთვნებული, ანუ უკრაინის თითქმის ყოველ მეათე ამომრჩეველს სურდა, თავის პრეზიდენტად ოფიციალური პედერასტი ეხილა! ეს არც ამერიკის შეერთებული შტატებია, არც საფრანგეთი და არც ჰოლანდია, ეს უკრაინაა _ ტრადიციული, ძირითადად, მართლმადიდებელი ქვეყანა. შინაგან საქმეთა ორგანოები, შინაგანი ჯარები თავის მინისტრად ეგუებიან პედოფილსა და ჰომოსექსუალ ავაკოვს. რით შეიძლება ეს აიხსნას? _ არ ვიცი. როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ანალოგიური ყაიდის ადამიანებს ჩვენ, ქართველები, ვითმენდით და დღემდე ვითმენთ ხელისუფლებაში?

- პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ქართველებს ასეთი დიაგნოზი დაგვისვა: “გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით... ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება _ აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა!”

- მგონი, ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი საკუთარ ხალხს ასე ახასიათებს. პრეზიდენტმა, ალბათ, საკუთარი თავი აღწერა... ძალიან ჰგავს მას. ისე კი, მიჩნეულია, რომ პრეზიდენტი ერის სახეა, ალბათ, მარგველაშვილიც ასე მიიჩნევს და ამიტომაც ერის სახე საკუთარის შესაბამისად აღწერა.

- სერიოზულად რომ ვთქვათ, ხალხმა ხომ ის აირჩია, მანამდე ასევე აირჩია სააკაშვილიც...

- საქართველოს ყოველ ხელისუფლებას მოსახლეობა ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომ ხალხი მზადაა, ხმა მისცეს ნებისმიერს, ვინც მოაშორებს ამ ხელისუფლებას. ასე იყო სააკაშვილის მიმართ, ასე იყო ივანიშვილის მიმართაც. რაც შეეხება მარგველაშვილს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, თუ არ ვცდები,  მხოლოდ 15 პროცენტმა. ხალხი არჩევნებზე არ მივიდა. ამ პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ძალიან დაბალია, ხოლო მორალური ლეგიტიმურობა, საერთოდ, არ გააჩნია. ადამიანებმა ხმა მისცეს ცარიელ ფუტლარს, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ასე მოითხოვა. მარგველაშვილის არჩევა _ ეს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის პირადი ავანტიურაა, ისევე, როგორც რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლებაში მოყვანა. ეს პარტია დღეს რეალურად მართავს პარლამენტს. როგორც ჩანს, ივანიშვილი იმედოვნებდა, რომ მოსახლეობაში ავტორიტეტის არმქონე პრეზიდენტი  და პარლამენტი მთლიანად მასზე დამოკიდებული და ადვილად სამართავი იქნებოდა. ამაში იგი შეცდა და კიდევ არაერთხელ დარწმუნდება, რომ შეცდომა დაუშვა.

საერთოდ, ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საქმე ძალიან ცუდად გვაქვს. ხალხი ეძებდა მხსნელს და იპოვა იგი ივანიშვილის სახით, ხმაც, შესაბამისად, მხოლოდ მას მისცა. ივანიშვილმა კი თან მოიყვანა ადამიანები ნულოვანი რეიტინგით, შემდეგ კი ხელისუფლებიდან წავიდა და მოსახლეობა ბუტაფორიულ პრეზიდენტსა და “ნაციონალ-რესპუბლიკელების” პარლამენტს შეატოვა.

ნუგეშად თქვენც და საკუთარ თავსაც ისღა შემიძლია ვუთხრა, რომ სუსტი, სამარცხვინო ტიპები ხელისუფლებაში მარტოდენ საქართველოს უბედურება როდია. გადახედეთ ევროპელ ლიდერებს _ საფრანგეთში ერთი მასხარა მეორეს ცვლის. ბრიტანელი კემერონი, ბლერი, მეიჯორი, ბრაუნი წვრილფეხა კლერკის ინტელექტის მქონე უბადრუკი მარიონეტები არიან. ევროპაში სადმე ხედავთ ძლიერ ეროვნულ ლიდერს? გერმანია ოკუპირებული ქვეყანაა, რომელიც თავის ოქროს მარაგსაც კი აშშ-ში ინახავს და ვინც უნდა აირჩიონ გერმანელებმა, ვერავინ შეძლებს, თავი დააღწიოს ამერიკელების კონტროლს.

აღმოსავლეთ ევროპის მარიონეტულ რეჟიმებზე, საერთოდ, არაფერს ვამბობ, მათი ლიდერები, უბრალოდ, სასაცილონი არიან. ამიტომაც შეიძლება, გავუგოთ პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ამ ევროპელ ლიდერებს უყურებს, როგორც საწყალ ფინიებს. იგი, რა თქმა უნდა, სამი თავით მაღლა დგას, ვიდრე ყველა ეს ლიდერი, ერთად აღებული.

მსოფლიოს მართავს საერთაშორისო ფინანსური კაპიტალი, მას ძლიერი ეროვნული ლიდერები არ სჭირდება. ამერიკაშიც კი კაპიტალს პრეზიდენტებად კლოუნები მოყავს. მთელი მსოფლიო, ამერიკელების ჩათვლით, დასცინოდა ბრიყვ ბუშს (ჩვენც დაგვცინოდნენ, როდესაც მისი სახელობის ქუჩა გავხსენით), დღეს დასცინიან უბედურ ობამას. ლიდერების დეგრადაცია, თავისთავად იწვევს პოლიტიკური ელიტების დეგრადირებას. თვითონ ამერიკელები ქვეყანაში ყველაზე დიდ სულელებად პრეზიდენტ ბუშს, თავდაცვის მინისტრ რამსფელდსა და ვიცეპრეზიდენტ ჩეინის ასახელებდნენ. დღეს მათი ადგილი ბაიდენმა დაიკავა. დააკვირდით საშინელ, გულისამრევ ქალებს, რომლებიც აშშ-ის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სახეს წარმოადგენენ: სელესტ უოლანდერი, ვიქტორია ნულანდი, ჯენიფერ ფსაკი, მარი გარფი. ოპოზიცია კი ვინ არის? _ ჯონ მაკკეინი და სარა პეილინი. ნახეთ, რა ინტელექტუალური უბადრუკობაა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა იმდენად სასაცილო, რამდენადაც საშიში. აშშ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა _ ეს იგივეა, რაც მაიმუნი ხელყუმბარით ხელში.

- საქართველოში იზრდება ამჟამინდელი ხელისუფლებით უკმაყოფილება. საგარეო პოლიტიკაში, ფაქტობრივად, სააკაშვილის კურსი გრძელდება, ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ემიგრაციის ტემპი არ მცირდება...

- ხელისუფლებისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რისი გაკეთებაც არ შეუძლია. საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შედის საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადაბჟირდებიან, საქართველოს ხელმძღვანელობის რაიმე საგარეოპოლიტიკურ ინიციატივას რომ მოკრან ყური. ეროვნული ეკონომიკა არ გვაქვს, იგი განადგურდა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ხოლო ნარჩენებს სააკაშვილმა მოუღო ბოლო. ყველა იმაზე შფოთავდა, რომ სააკაშვილმა ვიღაც გომბიო, რომელსაც მხოლოდ მამამისის თონის მართვის გამოცდილება ჰქონდა, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. როდესაც არ გაქვს ეკონომიკა და არც მისი აღორძინების პერსპექტივები, ეკონომიკის მინისტრობას გაწვრთნილი მაიმუნიც შეძლებს. ეკონომიკა _ ეს არის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა განვითარებული შიდა ბაზრითა და კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციით. ასეთი ეკონომიკის შესაქმნელად საჭიროა მსხვილი და გრძელვადიანი, გასაღების კონკრეტულ ბაზარზე ორიენტირებული ინვესტიციები. დასავლეთის ქვეყნები კი მხოლოდ კრედიტებს იძლევიან  მათთვის სასურველი ხელისუფლების მხარდასაჭერად, რაც კიდევ უფრო ზრდის ეროვნულ ვალს, ხოლო დასავლური ბიზნესი ჩვენში ინვესტიციებს არ დებს, რადგან იცის, რომ პოლიტიკურ დასავლეთს საქართველო სჭირდება, როგორც რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტი და, როგორც კი გადაწყდება ამ ინსტრუმენტის რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედება, ინვესტიციებს ომის ქარცეცხლი შთანთქავს. ბოლო მოვლენების ფონზე ასევე ფიქრობს რუსული ბიზნესიც. ამიტომაც ივანიშვილისა და მისი გუნდისგან ეკონომიკაში გლობალურ პოზიტიურ ძვრებს არ უნდა ველოდოთ. ამ უიმედო საქმეში ის თავის მილიარდებს არ ჩადებს, თუმცა, პროფესიონალები რომ ყოფილიყვნენ, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, შეეძლო, შიდა რესურსებზე დაყრდნობითაც კი ოდნავ მაინც გაეუმჯობესებინა ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში.

- რიგი ექსპერტებისა მიიჩნევს, რომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გააუარესებს ეკონომიკურ ვითარებას ქვეყანაში...

- მე ასე არ მიმაჩნია. ასოცირების ხელშეკრულება დაანგრევს უკრაინის ეკონომიკას, ქვეყანა დაკარგავს თავის მრეწველობას, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიურ დარგებს, გარდაუვალია მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაცემა. ამ ყველაფერს, როგორც წესი, მოჰყვება მსხვილი სამეცნიერო კოლექტივების დაშლა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრების მოშლა და სხვ. უკრაინისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა, ხოლო საქართველოსა და მოლდოვისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება. ის კატასტროფა, რომელიც უკრაინას ელის, ჩვენ უკვე გამოვიარეთ. ერთ დროს აყვავებული მოლდოვა მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, მათგან 700 ათასი რუსეთში მუშაობს; ისინი სამშობლოში ყოველწლიურად 2 მილიარდამდე დოლარს აგზავნიან, რაც მოლდოვის მშპ-ს 30 პროცენტს შეადგენს. ეს ღატაკი ქვეყანაა. საქართველოშიც და მოლდოვაშიც ეკონომიკა, როგორც ასეთი, არ არსებობს, აქედან გამომდინარე, მოშლაც არაფერს ემუქრება. სხვა საქმეა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება საბოლოოდ ასამარებს ეროვნული ეკონომიკის აღორძინების პერსპექტივას. წარმოიდგინეთ, რომ მოხდა სასწაული და საქართველოში მოვიდა მთავრობა, რომელიც ეროვნული ეკონომიკის აღდგენაზე იქნება ორიენტირებული. ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პირობებში მას ამის გაკეთება უკიდურესად გაუჭირდება, მეტიც, ეს შეუძლებელი იქნება. ძლიერი ეროვნული ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე და შიგა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნას, რომლის ექსპორტზე გატანაც შესაძლებელი იქნება, ევროპა არ დაუშვებს _ კონკურენტები არავის სჭირდება, ხოლო შიდა ბაზარს იაფიანი უცხოური პროდუქცია წალეკავს _ ეს ჩიხია!

- სამაგიეროდ გვეტყვიან, რომ ეს არის მორიგი დროებითი სირთულე ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ, როდესაც ევროკავშირში მიგვიღებენ, ზღაპრული ცხოვრება გვექნებაო...

- კი, ევროკავშირში შესვლის შესახებ ბოდვის მოსმენა დიდხანს მოგვიწევს... ისე, ცუდი არ იქნებოდა, თუნდაც გაზეთებს (ტელევიზიაში ეს შეუძლებელია) გაეშუქებინათ რეალური ცხოვრება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც, დიდი ხანია, ნატოშიც მიიღეს და ევროკავშირშიც. რუმინეთში, მაგალითად, დახურულია ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო, უმუშევრობა 40 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ქვეყნის საგარეო ვალი _ 50 მილიარდ დოლარს. უკვე წლებია, ერთი გაუპარსავი ყურპანტურა ბულგარელი გვასწავლის, საქართველოში როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა მოვიქცეთ ევროკავშირში მოსახვედრად. მას, სამწუხაროდ, არავინ ჰკითხა, რატომ არის ასეთ სავალალო მდგომარეობაში მისი მშობლიური ბულგარეთი, რომელიც ნატოს წევრიც არის და ევროკავშირისაც და სადაც სიდუხჭირის გამო მთავრობები ლამის წელიწადში ორჯერ იცვლებიან. ამას წინათ მოვუსმინე, როგორ ამუნათებდა ევროკავშირის სიკეთეებით ქართველებს ლატვიის პრეზიდენტი. თუკი მართლა ასეა, მაშინ რატომ გაექცა ამ სიკეთეს ევროკავშირის წევრი ლატვიიდან მოსახლეობის თითქმის მესამედი? განა გარბის აყვავებული ქვეყნიდან მოსახლეობა საშოვარზე სხვა ქვეყნებში? დამუნათებას ის ურჩევნია, დაგვისახელოს ერთი მსხვილი საწარმო მაინც რომელიც ლატვიაში გადარჩა.

- ბრძანეთ, რომ ომის შედეგად უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. ყირიმი უკვე დაკარგულია, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები გაქვთ მხედველობაში?

- არა მხოლოდ. უკრაინას დაშლა ელის. აქ ისევ იკვეთება პარალელები ჩვენს უახლეს ისტორიასთან. უკრაინის აღმოსავლეთმა მოითხოვა ქვეყნის ფედერალიზაცია, მაგრამ ხისტი უარი მიიღო. დღეს ფედერალიზაციაზე საუბარი უკვე აღარ არის: აღმოსავლეთი გამოყოფას ითხოვს. იგივე მოხდა ჩვენთანაც: აფხაზური მხარე ფედერალიზაციას გვთავაზობდა ომამდეც, ომის პერიოდშიც და ცოტა ხანს ომის შემდეგაც, მაგრამ უარი მიიღო; დღეს კი ამაზე საუბარიც სასაცილოა.

რაც შეეხება ყირიმს, ისტორია ხომ ყველამ იცის: არამზადა ხრუშჩოვმა 1954 წელს მომავალ ანტისტალინურ კამპანიაში უკრაინული პარტაქტივის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ყირიმი უკრაინას აჩუქა. ამასთანავე, ეს უკანონოდ, სსრკ-ს კონსტიტუციის დარღვევით გააკეთა ისე, რომ უმაღლეს საბჭოს შესაბამისი დადგენილებაც არ მიუღია. ყირიმელები, მათი ძირითადი ნაწილი, თავს უკრაინელებად არასდროს მიიჩნევდნენ, რეფერენდუმის შედეგებიც ამის დასტურია.

სხვათა შორის, ყირიმის რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრეცედენტია პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუკი ოდესმე საქართველოს გონიერი ხელისუფლება ეყოლება, იგი ამ პრეცედენტზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარდაჭერით, შეძლებს, მოითხოვოს ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარება გალის რაიონში.

- ყოველთვის ოპტიმისტურად უყურებდით აფხაზეთის პრობლემას. ამ საკითხზე რეგულარულად გამოდიოდით პრესაში წინადადებებით. დღეს ეს ოპტიმიზმი აღარ ჩანს...

- განა ვინმემ გამოიყენა ეს წინადადებები? ხელისუფლებამ ისინი არც განიხილა. ეს ხომ საგარეო პოლიტიკის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებია, რომლებიც უკვე ამერიკელი კურატორების კომპეტენციაა და საქართველოს ხელისუფლებას არავინ არაფერს ჰკითხავს. ჩვენ ბევრჯერ გვქონდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების შანსი. როგორც ბაგაფშის, ასევე ანქვაბის პრეზიდენტობისას, მაგრამ შევარდნაძემ და სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოესპოთ ეს შანსები, რადგან ამ საკითხში პროგრესი ნიშნავდა საქართველოს ნეიტრალურ სტატუსს და რუსეთთან დაახლოებას, ამერიკელებს კი ეს არ სჭირდებოდათ. ძალიან კარგი და, ვფიქრობ, უკანასკნელი შანსი გაგვიჩნდა ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლისას. რატომღაც მეგონა, რომ მისგან დადებული პირობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე, არ იყო უბრალო წინასაარჩევნო ლაყბობა, რომელიც  წინამორბედი ორივე პრეზიდენტისგან სისტემატურად გვესმოდა და რომლისგანაც ყველანი დავიღალეთ. მაგრამ ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ განუხრელად გააგრძელა წინამორბედთა პოლიტიკა, საქართველომ დაკარგა უკანასკნელი შანსი და მეც კი, ამ საკითხში გამოუსწორებელმა ოპტიმისტმა, დავკარგე ყოველგვარი იმედი. დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალები, რომლებთანაც რამენაირ დაახლოებაზე საუბარი ამაოა. თუკი წინამორბედ პრეზიდენტებთან შემეძლო თავისუფლად, ორმხრივი ინტერესით, ურთიერთგაგების სურვილით განმეხილა ჩვენი დაახლოების პროექტები (არამხოლოდ იმიტომ, რომ მათთან მრავალწლიანი პირადი მეგობრობა მაკავშირებდა), ახალ ხელმძღვანელობასთან არც კი შევეცდები ამის გაკეთებას.

- საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მოსახლეობის დარწმუნებას, რომ აფხაზეთს დაიბრუნებს...

- როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაგვპირდნენ, რომ 2 წელიწადში მიაღწევდნენ მნიშვნელოვან პროგრესს. ორი წელი გავიდა. სად არის პროგრესი? ალბათ, ეს 2 წელი საკრალური ვადაა, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის, ასევე ამჟამინდელი მთავრობისთვისაც. ყველანი გვპირდებოდნენ და გვპირდებიან აფხაზეთის საკითხის 2 წელიწადში გადაწყვეტას.

როგორც ჩანს, ამერიკულ პიარინსტრუქციაში უწერიათ: “დავპირდეთ, რომ 2 წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ”. ინსტრუქცია შესაცვლელია. არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე იძახო. მართალია, სააკაშვილის პერიოდში ამ ინსტრუქციაში დამატება შევიდა: “ჩვენ ავაშენებთ ისეთ აყვავებულ ქვეყანას, რომ აფხაზი და ოსი ძმები აქეთ შეგვეხვეწებიან, დაგვაბრუნეთ საქართველოს შემადგენლობაში”. ამ ბოდვას იმეორებს ამჟამინდელი მთავრობაც. სხვათა შორის, იგივე ინსტრუქცია ამერიკელებმა უკრაინის ხელისუფლებასაც გადასცეს. დღეს უკრაინის ხელმძღვანელობაც ერთხმად გაიძახის: ჩვენ ავაშენებთ ისეთ აყვავებულ ქვეყანას, რომ ყირიმელები აქეთ შეგვეხვეწებიან, დაგვაბრუნეთ უკრაინის შემადგენლობაშიო...

ესაუბრა ირაკლი თოდუა
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“
(გაგრძელება იქნება)