სამართალი
მარგველაშვილი: „არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან, რომ მერჩოდნენ, მეც აღელვებული ვიქნებოდი"

1Margve-samart-3საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალ „ფორბსის“ ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში მისი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, თუმცა პოლიტიკური ორიენტირები განსხვავებული არ იქნება. პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე 10 თვეა არ ჰქონია და ივანიშვილის გავლენა მასზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, შესაძლოა დახასიათდეს მხოლოდ იმ განცხადებებით, რომელსაც ივანიშვილი აკეთებს.