შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

საქართველო, 9 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი
კობა ე. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 4 პირთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, 150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გატაცებული მედლები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.