პუბლიკაციები
მარგველაშვილი: „პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას"

1Presled-saz-2-an-4-Mსაქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პასუხობს რიჩარდ ნორლანდის კითხვას, თუ რას ეტყვის ის ზოგიერთ სკეპტიკოსს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით, ვიდრე - მომავლით.

„ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპასა და აშშ-ში, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია, რომელთაც მართლაც ბევრი გააკეთეს ჩვენს ქვეყანას წარმატებისთვის (ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უელსის სამიტს), შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში; შეწუხებული არიან ასევე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამართლებრივი დევნის კონკრეტული შემთხვევებით. მეც მაღელვებს ეს და ყურადღებით ვუსმენ დასავლელ კოლეგებს.  ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ეს ღია დისკუსიის გზით და გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიულობის სტანდარტები. ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო დიდი როლი უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი მიდის ხელისუფლებიდან, მეორე კი - მოდის. ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით სამი არჩევნების განმავლობაში. ეს არის, როდესაც პოლიტიკური ვენდეტა სრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

1Presled-saz-2-an-4-qv