სამართალი
შს მინისტრმა საქართველოსა და მოლდოვას შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას და „საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერა

1Bodrug-samart-3საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. მოლდოვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის მოლდოველ კოლეგას - მოლდოვის შს მინისტრ დორინ რეჩენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროპული ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, საქართველოს შსს-სთვის პრიორიტეტულია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაცია და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლდოვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება.

ასევე გაიმართა საქართველოს შს მინისტრის შეხვედრები მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატის უფროს იონ ბოდრუგთან და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს დორინ პურიცისთან.