აქტუალური
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, რომელიც ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს ეფუძნება, საქართველოში იმყოფება მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტი ედ მელკერტი

1ED-aqtual-3საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ედ მელკერტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კონსულტაციას უწევს საგარეო დახმარების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო პრიორიტეტებთან შესაბამისობისა და პროგრამების განხორციელების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ედ მელკერტი, რომელიც საქართველოს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის პროექტის მხარდაჭერით სტუმრობს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს და დონორების კოორდინაციის სამმართველოს გუნდს შეხვდა.

ედ მელკერტი არის ჰოლანდიის სოციალურ საკითხთა და დასაქმების ყოფილი მინისტრი; სხვადასხვა დროს იგი იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის ასოცირებული ადმინისტრატორი და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ერაყში.