პუბლიკაციები
ნატოს ახალი გენმდივანი: „შეგვიძლია ჯარები განვათავსოთ იქ, სადაც მოვისურვებთ“

Iens-zar-1-anსაქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოს ახალმა ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც ეს თანამდებობა 1 ოქტომბერს დაიკავა, პოლონეთში თავისი ვიზიტისას განაცხადა, რომ ალიანსი ფლობს მსოფლიოში უძლიერეს არმიას და მისი განთავსება შეუძლია იქ, სადაც ამის საჭიროება წარმოიქმნება.

გაისად მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ე. წ. დამრტყმელი მუშტის შესახებ, თუმცა ნატოს ამის გარეშეც  ძლიერი არმია ჰყავს და შეგვიძლია განვათავსოთ იქ, სადაც მოვისურვებთ“, - განუცხადა ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმა 5 ოქტომბერს პოლონურ ტელეარხ TVP info-ს. „როიტერსის“ ცნობით, „დამრტყმელი მუშტის“ ქვეშ (ინგლ. Spearhed) ნატოში სწრაფი რეაგირების ძალებს გულისხმობენ, რომლის აუცილებლობის შესახებაც ალიანსი განსაკუთრებით სერიოზულად დაფიქრდა უკრაინის კრიზისის ფონზე.