სამართალი
რას ჰყვებიან კაზლარში მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრები: 5 საათი სცემდნენ, ცხედარს კი სიგარეტს აქრობდნენ

Kazlar-samart-3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. სოფელ კაზლარში ცემით გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდას ოჯახის წევრები მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირის დაპატიმრებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ლინჩის წესით გასამართლებას გეგმავენ. მათი განცხადებით, 22 წლის ახალგაზრდას არასრულწლოვანი გოგონას მოტაცების გამო გოგონას ოჯახის წევრებმა სცემეს. ადგილორივები ამბობენ, რომ მამაკაცს 5 საათის განმავლობაში სცემდნენ, რის შედეგადაც 22 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ამჟამად პოლიცია იცავს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნოვრუზ . განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისივე სოფელში აიყვანეს.

გამოძიების ცნობით, ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ , რომელიც მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა.

დაკავებული ჩადენილ დანაშულს აღიარებს.