სამართალი
ლადო ბედუკაძე: "ჩანაწერი თბილისიდან არის გაკეთებული"

BedukaZe-samart-2საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. "P.S."-თი გავრცელებულ მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ლადო ბედუკაძე, პროკურატურის პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი ხათუნა პაიჭაძე და საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ხათუნა საუბრობენ, ბედუკაძე კომენტარს არ აკეთებს. "პირველი რადიოსთან" საუბარში მან მხოლოდ ის თქვა, რომ არანაირი ჩანაწერები არ აინტერესებს. თუმცა "P.S."-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პროკურატურასთან კომუნიკაცია ახსოვს.

ბედუკაძე კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საუბრის კონსტრუქცია და მსმენელობა ადასტურებს, რომ საუბარი თბილისიდან არის გაკეთებული, თუმცა არ აკონკრეტებს, ჩანაწერი პროკურატურამ გააკეთა თუ არა.