ლადო სადღობელაშვილი: „ჩვენ არცერთი ბიზნესმენი არ გვაფინანსებს, მით უფრო პუტინი, რომელიც ოკუპანტია“
საქართველო, 7 ოქტომბერი,
საქინფორმი. „თავისუფალი თაობა“ ყრილობისთვის ემზადება, რომელიც ფილარმონიაში გაიმართება. გუშინ გამართულ ბრიფინგზე
„პირველი რადიოს“ რადიოკლუბში „
თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელმა
ლადო სადღობელაშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ორგანიზაციას, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები აფინანსებენ.
„ჩვენ არცერთი ბიზნესმენი არ გვაფინანსებს. ბურჯანაძე, ივანიშვილი და, მით უფრო, არც პუტინი - რომელიც, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ეს პიროვნება არის ოკუპანტი. ჩვენ კავშირი არ გვაქვს არცერთ პოლიტიკოსთან. უშუალოდ დაფინანსება მოდის ჩვენი ორგანიზაციიდან, გაწევრიანებული წევრები შეიძლება ითქვას, შეძლებული ოჯახის შვილები ვართ“, აღნიშნა მან.