სამართალი
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

salami-samart-1საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. მემორანდუმი ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის“ (OSJI) მიერ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ეროვნულ ფონდებსა და „იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელთან“ (LARN) ერთად შემუშავებული პროექტის – „პოლიციის მიერ დაკავების დროს ეჭვმიტანილის საპროცესო უფლებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში: ემპირიული კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა“ განხორციელებას ისახავს მიზნად.

კვლევა პროცედურული უფლებების განმარტების, დუმილის უფლების, სამედიცინო დახმარების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის დაცვის საკითხებზეა კონცენტრირებული.

კვლევა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრაქტიკოსების ყოველდღიურ საქმიანობაზე პირდაპირი დაკვირვებით განხორციელდება.