აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას, ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ. პრემიერის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები შერიგების პროცესს არ დაეხმარება
Tost-aqtual-3საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჩვენ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, არის ჩვენი ერის ტრაგედია. მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება და აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე. ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილი, რომ შერიგების პროცესი დაჩქარდეს და აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ შენდება მულტიფუნქციური საავადმყოფო; ასევე, შენდება მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რათა გაადვილდეს მიმოსვლა, აღდგეს ნდობა, სავაჭრო-კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობები.  „ჩვენ მათ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი ვპასუხობთ. თუმცა, მსგავსი ინიციატივები არ დაეხმარება ჩვენი შერიგების პროცესს, კიდევ უფრო აუარესებს და ართულებს მას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.