აქტუალური
„ადამიანი კანონი თავისუფლება“ გმობს ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს და ასავალ-დასავალის რედაქციას თანადგომას უცხადებს
Asa-aqtual-1საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ შეფასებით, მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ შესაძლებელია არ მოგვწონდეს ამა თუ იმ მედიაში გასული ინფორმაცია, მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვის ის ფორმა, რომელსაც ჟურნალისტის ფიზიკური ანგარიშსწორება ქვია, ყოვლად მიუღებელია. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ქართული საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. იმის გათვალისწინებით, რომ კვლევაში, რომელშიც გამოხატვის თავისუფლების დონეა შეფასებული, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდა, მომხდარი ფაქტი განსაკუთრებელ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაცია თანადგომას უცხადებს „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, გმობს მომხდარ ფაქტს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.