საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საიდუმლო არ არის, რომ უკრაინის სამთავრობო ჯარების მხარეზე საქართველოდან დაქირავებული მებრძოლები ომობენ. მედიაში უკვე არაერთელ გაჟონა ინფორმაციამ ქართველი დაქირავებული მებრძოლების მომზადების შესახებ. შერჩევას ახორციელებს არაოფიციალური პროტეჟე - ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა „თავისუფალი ზონა“.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ უკრაინელების მხარეზე ბრძოლის მოსურნე ქართველების რეალური რიცხვი არც ისე დიდია და მათი რაოდენობა დღითიდღე მცირდება. წამოიჭრა საკითხი, თუ სად იპოვონ რეკრუტები და მოიძებნა პასუხიც - რეკრუტებს არც ისე შორეული ადგილებიდან ჩამოვიყვანთ. ამ მიზნით საქართველოში შემუშავდა შეწყალების მორიგი აქტი (მის შესახებ მალე შეიტყობთ), რომლის სიაშიც ჩართეს ბრძოლის მოსურნე პირები.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისიამ განიხილა ასობით პატიმრის განცხადება. მათ შორის 321 პატიმრის საქმემ სრულად დააკმაყოფილა კომისიის ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი.
„ზუსტი ციფრის დასახელების უფლება არ მაქვს, თუ რამდენს მივეცით მათ შორის რეკომენდაცია. შეწყალების შესახებ განცხადება დაწერეს ისეთმა პატიმრებმაც, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან ბრადლებული!!!, მათ შორის ტერორიზმში, განზრახ მკვლელობაში, ნარკოტიკების შენახვა-გასაღებაში. რეკომენდაცია უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტს და შეწყალება უახლოეს დღეებში განხორციელდება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ლევან ბერიძე
http://georgia-news.org/?p=1906#more-1906