სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი საპატრულო სპეცავტომობილის - „Ford Interceptor“-ის შესწავლისა და ექსტრემალური მართვის დაუფლების ორდღიანი ტრენინგი გაიარეს

samar-3საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. თეორიული კურსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა უილიამ მაქქუსლანდმა, ხოლო პრაქტიკული სწავლება ასევე ამერიკელმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა გრეგ პარკეტმა ჩაატარა. „ექსტრემალური მართვის სწავლება პოლიციის საპატრულო "Ford Interceptor"-ის მანქანაზე“ მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: "Ford Interceptor"-ს შესაძლებლობები; ექსტრემალური მართვა და მანევრი, საჭირო საბაზისო მართვის სწავლა და უნარ-ჩვევები.

„Ford Interceptor“აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობითა და სისტემით, რომელიც არ გააჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არც ერთ სპეცავტომობილს.

სპეცავტომობილი არის სრული ამძრაობის (4X4), რაც მანქანის მოძრაობის სტაბილურობას და საიმედოობას უზრუნველყოფს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.