სამართალი
ალექსანდრე ჭიკაიძემ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესამე სამმართველო „წითელი ხიდი“-ს მეცხრე სექტორი „ვახტანგისი“-ს შენობა საზეიმოდ გახსნა

samar-2საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. გახსნის ცერემონიას სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, უწყების სხვა წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. სექტორი „ვახტანგისი“ საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.

სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა ევროპული სტანდარტების მიხედვით არის აშენებული. ინფრასტრუქტურა უახლესი ტექნოლოგიებით მოეწყო და აღჭურვილია სხვადასხვა სახის თანამედროვე აპარატურით.