აქტუალური
ავღანეთში, ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების მორიგი ცერემონიალი გაიმართა

aqtual-2-Jსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ბატალიონის პირად შემადგენლობას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მედალი სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ISAF-ის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელმა პირადად გადასცა.

ღონისძიებაზე გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და საერთაშორისო მისიაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. დაჯილდოების ცერემონიალს რეგიონალური სარდლობა სამხრეთის მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი ენდრიუ ბარტეკიც დაესწრო.

სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ყანდაღარის საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანებს ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა.