საზოგადოება
ლუკა კურტანიძე: “სააკაშვილის რეჟიმი გვინგრევს იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოგვიტანეს!”

luka_kurtanidzeსაქინფორმის კორესპონდენტი ’’სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ აქციას ესწრებოდა „ბუკიას ბაღთან“. შეკრებაზე 25 ნოემბრის სახალხო კრების მომქედების გეგმა გააცნეს საზოგადოებას. ჩვენი კორესპონდენტი ’’სახალხო კრების’’ ერთ-ერთ აქტიურ წევრს, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორს, ლუკა კურტანიძეს გაესაუბრა. ლუკა კურტანიძე: - ხალხს აქვს ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძება სწრაფად და უმტკივნეულოდ შეიცვალოს სააკაშვილის ხელისფლება. ჩვენ ჩამბულნი ვართ მშვიდობიან ბრძოლაში და მოვუწოდებთ ნებისმერ სფეროში მომუშავე ადამიანებს, იქნება ეს პოლიციელი, მასწავლებელი, ჯარისკაცი, ხელოვანი თუ სპორტსმენი, დაანებონ თავი ურთიერთ დაპირისპირებს, ქიშპს. დროა, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი.
- როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში არის საკმარისი მუხტი ბრძოლისთვის? ერთ დღეში ხომ არ დაიშლება ’’სახალხო კრება’’ და ყველა სახლში ხომ არ წავა?
- არა, ეს ასე არ მოხდება! ხალხი დამუხტულია და ელის გააზრებულ, პრინციპულ ნაბიჯებს. დღეს ჩვენს ქვეყანაში ზეობს უსამართლობა, ცინიკური ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც გვინგრევს იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოგვიტანეს. შევეგუოთ „ნაცმოძრაობის“ პარპაშს? მე დანებებას არ ვაპირებ, რთული გზა გამოვიარე , მაგრამ ღირსება არ დამიკარგავს. 25 ნოემბერი არის დღე, როდესაც სრულიად საქართველო უნდა გამოვიდეს გარეთ, დადგეს ერთი იდეის, მიზნის გარშემო და, მერწმუნეთ, ხელისუფლება აუცილებლად გაიგონებს მათ ხმას, წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და ყველანი ძალიან მალე ვიხილავთ გაბრწყინებულ საქართველოს.