პუბლიკაციები
ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
polit-3-anal-2საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტი 103 – მომხრე, 27 წინააღმდეგი ხმით დაამტკიცეს. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღებაზე საკითხი. თუმცა რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში არ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ქვეყანაში გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობს ეხება. ცვლილების ეს ნაწილი ხმათა უმრავლესობით ჩავარდა.