უცხოეთი
ბაროზუმ ევროკავშირისა და უკრაინის შეთანხმებასთან დაკავშირებით პუტინის წერილს უპასუხა

Barrozu-zar-2საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუსეთმა თავისი პოზიცია გამოთქვა ევროკავშირთან უკრაინის შეთანხმების რატიფიკაციის შედეგებზე წერილებში, რომლებიც პუტინმა ევროკავშირის ლიდერებსა და პოროშენკოს გაუგზავნა.

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანულე ბაროზუმ წერილი მიიღო ვლადიმერ პუტინისაგან ევროკავშირთან უკრაინის შეთანხმების შედეგების თაობაზე, - განაცხადა მოგვიანებით ევროკავშირის წარმომადგენელმა არენკილდე ჰანსენმა.

ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული ამასწინანდელი დადგენილებით, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ახალ სავაჭრო ბარიერებს ადგენს. მიგვაჩნია, რომ ამ დადგენილების გამოყენება წინააღმდეგობაში მოვა ერთობლივ დასკვნასა (მინისტრების შეხვედრის - რედ.) და ასოციაციის შესახებ შეთანხმების სავაჭრო ნაწილის დროებითი გამოყენების გადადების გადაწყვეტილებასთან, - წერს ბაროზუ.