პუბლიკაციები
2014 წლის 2 ოქტომბერს, „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მასობრივი საპროტესტო მიტინგი მოეწყობა!

Miting-sam-2-anსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს, 15:00 საათზე, „თავისუფალი ზონის“ ოფისთან თბილისში, პეკინის ქ. №34, თბილისელები მასობრივ საპროტესტო მიტინგს მოაწყობენ მოთხოვნით, აიკრძალოს საქართველოში სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის - არსამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ საქმიანობა. მიტინგზე, ახალგაზრდების, სტუდენტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ გარდა, გამოვლენ საქართველოს საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები.

საქინფორმი შეახსენებს „თავისუფალი ზონის“ ლიდერს - პარლამენტარს ნაცუმცირესობიდან - კობა ხაბაზს, რომელსაც ხალხში „ხაბოზს“ ეძახიან და რომლის გონებრივი ჩამორჩენილობაც დიდი ხანია ანეკდოტების თემად იქცა, როგორ ემუქრებოდა იგი ერთხელ, პირდაპირ ტელეეთერში საკუთარი პისტოლეტით ცნობილ ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას, რომ იგი ცოლად გაჰყოლოდა (გუშინ ხაბოზი ტელევიზიით დედას იფიცებოდა, რომ იარაღი ხელში არასოდეს სჭერია, არ უტარებია და არც არასდროს ჰქონია)...