პუბლიკაციები
მიხეილ სააკაშვილს ამერიკულ ვიზაზე უარი უთხრეს

Viza-pol-2-an-1საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-მა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა, - იუწყება სამშაბათს თბილისის გაზეთი „ალია“ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოფისზე დაყრდნობით. „მისი უტყუარობა, მალე გაირკვევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ პარტიის ოფისში დიდი პანიკაა, ნიშნავს, რომ ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია სარწმუნო უნდა იყოს და ამიტომაცაა, რომ "ნაცებს" დანა კბილს არ უხსნით... ამერიკული პოლიტიკური ელიტა სააკაშვილს კარგა ხანია, ცუდი თვალით უყურებს, მასთან შეხვედრაზე უარს ამბობენ ის სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც ადრე სიამოვნებით მასპინძლობდნენ. თეთრ სახლში კი სააკაშვილს, ფაქტობრივად, მხარდამჭერი აღარ დარჩა. ბარაკ ობამას გუნდი აშკარად არ სწყალობს სააკაშვილს“, - წერს გამოცემა.

თუ ეგ ინფორმაცია მართალია და სააკაშვილს ამერიკამ უარი უთხრა სამუშაო ვიზაზე, ეს იქნება დიდი დარტყმა მთლიანად სააკაშვილისთვის და "ნაცმოძრაობისთვის". ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სააკაშვილი და მისი პარტია უკვე საბოლოოდ ჩამოწერეს ამერიკელებმა და მათთვის აღარაფერს წარმოადგენენ. ვიმეორებ, თუ ეს ინფორმაცია მართალია, სააკაშვილსა და მის პარტიას ამერიკის ხელისუფლების არანაირი, უმცირესი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ. არ გამოვრიცხავ, რომ, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ, აქ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებიც იყოს რაღაც კავშირში. ასეთ გადაწყვეტილებას მარტო საელჩოს დონეზე ვერ მიიღებდნენ, ეს მხოლოდ მაღალ სახელისუფლებო დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს", - განცხადა გამოცემასთან საუბარში ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

თავად სააკაშვილს ამ ცნობაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ნიუ იორკში მცხოვრებმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტები შეიტანა ამერიკის სამუშაო ვიზის მისაღებად. „ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ყოფილ პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ ლექციებს კვლავაც წაიკითხავდა ტაფტის უნივერსიტეტში. თუმცა, როგორც გაზეთმა აღნიშნა, სასწავლო დაწესებულებამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან თანამშრომლობა ამა წლის მაისს შეწყვიტა.

ჯერჯერობით კი სააკაშვილი მემუარებს წერს, ძალიან კარგად ანაზღაურებად ლექციებს კითხულობს, მონაწილეობს ვაშინგტონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნაში და ძველ ნაცნობებს - სენატორ ჯონ მაკკეინსა და ვიქტორია ნულანდს ხვდება“, - წერს გაზეთი.

ნიუ იორკში სააკაშვილი თავისი ბიძის სახლში ცხოვრობს, რომელიც ბრუკლინის ბოჰემურ რაიონში - უილიამსბურგში მდებარეობს. ექსპრეზიდენტის თქმით, ის ხელმოკლედ არ ცხოვრობს, თუმცა უილიამსბურგში ცხოვრება ძვირი უჯდება. ამასწინათ სააკაშვილმა სახლში ცე-რე-უს ყოფილ დირექტორ დევიდ პეტრეუსსაც უმასპინძლა, ახლა კი საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ელის.

სააკაშვილის თქმით, იგი ნორმალურად ცხოვრობს, დადის კაფეებში, რესტორნებში, ბარებსა და კინოთეატრებში, უყვარს ველოსიპედით სეირნობა.