საზოგადოება
ხელისუფლება "ვარდების რევოლუციის" მეშვიდე წლისთავს არ აღნიშნავს!

vardebis-revoluciaხელისუფლება "ვარდების რევოლუციის" მეშვიდე წლისთავს მოკრძალებულად, უფრო ზუსტად კი, ფაქტობრივად, არ აღნიშნავს. როგორც საქინფორმს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, რევოლუციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის მერია დღეს არანაირი კულტურული ღონისძიებების გამართვას არ აპირებს. „დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უკეთესია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართოთ“, - განაცხადეს მერიაში, როგორც საქინფორმმა გაარკვია, დღეს არც „ვარდების რევოლუციის“ მეშვიდე წლისთავთან და არც გიორგობასთან დაკავშირებით რაიმე სახის კულტურული ღონისძიებების გამართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს.
ეს პირველი შემთხვევაა 7 წლის მანძილზე, როცა მთავრობა "ვარდების რევოლუციის" დღეს პომპეზურად არ აღნიშნავს.