უცხოეთი
„ისლამურმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთში მუსლიმანებს არ ავიწროებენ, რუსეთი დასავლეთის ნაწილი არაა, მისი საქვეყნოდ გამოფენილი მანკიერებებით, რუსეთი მუდამ ჩაგრულთა მხარეზეა - ანუ აშშ-ის წინააღმდეგ, რომელმაც ბევრი მწუხარება მოუტანა მუსლიმანებს“

musulman-zar-3-anსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის თემა უწინდებურად არ ჩამოდის რუსეთის მედიის გვერდებიდან, მას ძირითად ყურადღებას უთმობენ რუსი ეკონომისტები და პოლიტოლოგები. სინამდვილეში კი უკრაინა უკვე გათამაშებული კარტია. აშშ-მა უარი უთხრა ქვეყნის პრეზიდენტს სერიოზულ ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, კონფლიქტისთვის დამოუკიდებელი რესურსები კი კიევს არ აქვს. ერთადერთი, რაც ახლა რუსეთს უკრაიანასთან მიმართებაში უნდა აინტერესებდეს, ეს გაზის დავალიანება და ტრანზიტია. პრობლემა ძველია და ადრე თუ გვიან, დიდი თუ პატარა წარმატებით მის თაობაზე რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ არ გააგრძელებს თავის ხაზს რუსეთის დასუსტებასა და შეკავებაზე. ვნახოთ, რა კარტები აქვთ ამერიკელებს.

1.ციმბირის გამოყოფის მოთხოვნით გამოსული ლიბერალური ინტელიგენციის მარშები და ფრიკები სათვალავში ჩასაგდები არ არის: საეჭვოა მათი განხილვა სერიოზულ ძალად. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინის რეიტინგი 90%-ს უახლოვდება, რაც ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისიდან მოყოლებული არ მომხდარა. ლიბერალურ ოპოზიციას შანსები არ აქვს.

2.ე.წ. ისლამური ტერორიზმი დასავლური პროდუქტია, რომელიც იმთავითვე გათვალისწინებული იყო ავღანეთში სსრკ-ს წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა სამიზნედ, სავარაუდოდ, ყირიმი და ჩრდილოეთ კავკასია შეირჩევა. შესაძლოა, მეგობარ ყაზახეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა მოხდეს. სიტუაცია სამხრეთ ყაზახეთში მუდამ იწვევდა შეშფოთებას. აშშ-ის ამოცანაა, რუსეთი ისლამური სამყაროს მთავარ მტრად წარმოაჩინოს. ამაში მას არა მარტო გლობალური მედია, არამედ ჩვენი უხეირო ნაცისტებიც ეხმარებია, რომელთა ისლამოფობია დიდი ხანია, გონივრულ საზღვრებს გაცდა.

არის კი მზად რუსეთი ახალი საფრთხისთვის? სამხედრო თვალსაზრისით, ალბათ - კი. ჩვენ გავიმარჯვეთ შორეულ 1999-შიც, როცა რუსეთი ჩამოწერეს არა მარტო ევროპაში, არამედ აზიაშიც. სავარაუდოდ, რუსეთის ძალოვანების მოქმედებები არ შემოიფარგლება მარტო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით. ტერორიზმის ლიდერები და სპონსორები არსად არ უნდა იყვნენ დარწმუნებული საკუთარ უსაფრთხოებაში.

თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ჩვენ დაგვიპირისპირდებიან „შაითნები“, რომლებიც იდეის გულისთვის სიკვდილისთვისაც მზად არიან. გამარჯვების მოპოვება არა მარტო საომარ, არამედ სულიერი ბრძოლის ველზეც მოგვიწევს. და საქმე აქ არა მარტო ტრადიციული ისლამის მხარდაჭერაში, არამედ მსოფლიოში რუსეთის სწორ პოზიცირებაზეა. ისლამურმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთში არ ავიწროებენ მუსლიმანებს, ისევე, როგორც სხვა კონფესიების წარმომადგენლებს. ისლამურმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი არ წარმოადგენს დასავლეთის ნაწილს მისი საქვეყნოდ გამოფენილი მანკიერებებით. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეები იმაში, რომ ცალკე ევრაზიული ცივილიზაცია ვართ. მთელი მსოფლიოს მუსლიმანებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი მუდამ ჩაგრულთა და შეურაცხყოფილთა გვერდითაა, ანუ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო და პოლიტიკური ექსპანსიის წინააღმდეგ, რომლებმაც ბოლო ათწლეულების მანძილზე მუსლიმანებს ბევრი მწუხარება მოუტანეს.