ვატიკანში პედოფილიის ბრალდებით პაპის ყოფილი ნუნცია, პოლონელი არქიეპისკოპოსი იოზეფ ვესოლოვსკი დააკავეს
საქართველო, 1 ოქტომბერი,
საქინფორმი. პადრე
ფედერიკო ლომბარდი, ვატიკანის ბეჭდვითი სამსახურის ხელმძღვანელი: „ვესოლოვსკის წინააღმდეგ წაყენებულია სერიოზული ბრალდებები არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ დანაშაულებში“. ლომბარდის თქმით, საქმე ეხება ფაქტებს დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც დაწყებული იქნა გამოძიება.
67 წლის პრელატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ვესოლოვსკი შინა პატიმრობაში აიყვანეს. უწინ პრელატის მიმართ უკვე გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული ზომები პედოფილიაში ბრალდებებთან დაკავშირებით. ვატიკანის სპეციალურმა კომისიამ იგი დამნაშავედ ცნო ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში და საეკლესიო წოდება ჩამოართვა. პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ არქიეპისკოპოსი, ფულის სანაცვლოდ, არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობებს ამყარებდა, ერთი წლის წინ, 2013 წლის სექტემბერში გაჩნდა.