სამართალი
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძის მიმართ სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს

Advokat-samart-1საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის წევრისგან საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების უარყოფას მოითხოვს: ახალგაზრდა ადვოკატებისთანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის სამართლებრივი ანალიზი, აჭარის რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობებთან დაკავშირებით, არგუმენტაციის გარეშე დატოვა დაახალგაზრდა ადვოკატები“, განცხადების გამო, ხელისუფლების მხრიდან დაქირავებულ ორგანიზაციად დაასახელა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვერც შეთავაზებულ გონივრულ ვადაში შეძლო, საკუთარი განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მურმან დუმბაძის აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია და ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების გავრცელებას წარმოადგენს.