აქტუალური
ხომერიკი კილაძეს კოცონზე დაწვით ემუქრება

Khomeriki-aqtual-3საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთში მცხოვრები ვლადიმერ ხომერიკი „ქრონიკა+"-ის რედაქტორ ელისო კილაძეს კოცონზე დაწვით ემუქრება. თავის მხრივ, ჟურნალისტი "პირველ რადიოსთან" საუბარში  რუსულ სპეცსამსახურებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულ ყველა პირს ჰპირდება, რომ წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელით.

"ვლადიმერ ხომერიკი ეტყობა იმაზე უფრო მეტად გაღიზიანდა ვიდრე მე ველოდებოდი, მას შემდეგ, რაც მე დავაანონსე, რომ მე მის ჩანაწერებს გამოვაქვეყნებდი და დღევანდელ "ქრონიკა +"-ში ქვეყნდება, ორი ჩანაწერი, პირველი ჩანაწერი - ვლადიმერ ხომერიკი, ზაზა გაბედავა, სადაც ხომერიკი ყვება, რომ მას კავშირები აქვს ლადო ბედუკაძესთან. მეორე ჩანაწერში ის უკვე საქმეს ურჩევს ზაზა გაბედავას, თუ რატომ გაჟონა ლადო ბედუკაძესთან მისი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციამ. ამას არ ელოდა, რომ ეს ჩანაწერები არსებობდა, დაეწყო სრული ისტერიკა, წუხელ საღამოს მან დაიწყო ასეთი ინფორმაციის გავრცელება "ფეისბუქის" მეშვეობით, რომ მას დასქრინული აქვს ყველაფერი, სადაც ჯერ არს, წარადგენს და კოცონზე დამწვავენ. ძალიან სასაცილოა ხომერიკის მუქარა პირადად ჩემი მისამართით, იმიტომ, რომ მან ეტყობა არ იცის, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ევრაზიულ კავშირში, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას არ აქვს უფლება, ასეთი მეთოდებით - პუტინისეული მეთოდებით ესა თუ ის ადამიანი დასაჯოს",-განაცხადა ელისო კილაძემ.