პუბლიკაციები
ახალი სკანდალი საქართველოში: ვინ წავა დავა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე - პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ პრემიერი ღარიბაშვილი?

Skandal-saz-3-an-7საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი წავა. ამასთან ცნობილია, რომ მიწვევა საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია. მაია ფანჯიკიძის განცხადებით მან არაფერი არ იცის იმის შესახებ მიიწვია თუ არა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კლაუს შვაბმა პრეზიდენტი მარგველაშვილი.

"არაფერი ვიცი იმის შესახებ, რა საუბარი ჰქონდა პრეზიდენტს თურქეთში. არ ვესწრებოდი შეხვედრას, მაგრამ ვიცი ის, რომ პრემიერ-მინისტრმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიწვევას, განცხადება, რომ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, გიორგი მარგველაშვილისა და კლაუს შვაბის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. შეხვედრა თურქეთში შედგა. "საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ყველა იმ მექანიზმზე, რა საშუალებითაც შეიძლება, საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდეს. ამ კუთხით ხაზი გაესვა დავოსის ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მისი რეგიონული შეხვედრების მნიშვნელობას. ბატონმა შვაბმა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნა, რომ იგი დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წარმოჩინდეს საქართველოს უპირატესობები და სიანვესტიციო შესაძლებლობები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.