საზოგადოება
ხვალ „ქართული პარტიის“ პირველი ყრილობა გაიმართება

qartuli-partia2ხვალ თბილისში, ფილარმონიის შენობაში, „ქართული პარტია“ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. როგორც საქინფორმს „ქართული პარტიიდან“ აცნობეს, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, მიიღებენ პარტიის წესდებას, აგრეთვე, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სამოქმედო გეგმას. „ქართული პარტია“ ასევე გეგმავს, მიიღოს ხალხისადმი მიმართვა. ყრილობის მუშობაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ყველა კუთხიდან, სავარაუდოდ, 3 ათასამდე დელეგატი. შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტია“ ხუთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერის - სოზარ სუბარის, ლევან გაჩეჩილაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, კოკა გუნცაძისა და ეროსი კიწმარიშვილის - გაერთიანებით შეიქმნა. კოკა გუნცაძემ პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ყველაფერს ყრილობა გადაწყვეტს.