პუბლიკაციები
აშშ-მა მკაცრი ფორმით მოითხოვა საქართველოს უშუალო მონაწილეობა „ისლამური სახელმწიფოს“ ნეიტრალიზაციის საერთო საქმეში, მიანიშნა, რომ ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენაში

aSS-saz-2-anსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფრენკ ბოლანდი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, რომლის მიმდინარეობისასაც გაიმართა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, - იტყობინება Creative Georgia News.
ცნობილი გახდა მხარეთა შორის საიდუმლო კონსულტაციების გამართვის შესახებ. განიხილებოდა საკითხი ავღანეთში სასწრაფო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა გაგზავნა იმ 75 გაწვეულიდან, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ-სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ ფიცი დადეს. აღნიშნულმა ჯგუფმა, საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, უნდა ჩაანაცვლონ 151-კაციანი სამხედროების ჯგუფი, რომლებსაც წინა დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზაზე დახვდნენ (ალექსეევკა, თბილისის გარეუბანი). აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედრო ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონში მსახურობენ, ისინი აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

სამხედრო მოსამსახურეთა დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე.

ასევე არაოფიციალური მოლაპარაკებების მიმდინარეობისას განიხილებოდა საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე საწვრთნელი ბაზის განთავსების შესახებ, სადაც სირიელი მეამბოხეები მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციიდან მომზადებას გაივლიან ისლამისტური ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. როგორც აშშ-ის საელჩოსთან დაახლოებული წრეებიდან გახდა ცნობილი, საქართველოში აღნიშნული წინადადება აშშ-ის წარმომადგენლების პირით გაჟღერდა. როგორც იტყობინებიან, მათ მკაცრი ფორმით მოითხოვეს საქართველოს უშუალო მონაწილეობა „ისლამური სახელმწიფოს“ ნეიტრალიზაციის საერთო საქმეში, მიანიშნეს რა, რომ ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის შმედგომი ნაბიჯები საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენასა და ნატოში მისი დაუბრკოლებლად შესვლის ხელშეწყობაში.