პუბლიკაციები
როგორ აცნობოს ბიჭვინთაში ან ავადჰარაზე დასვენების მოსურნე მოქალაქემ საქართველოს ხელმძღვანელობას და სთხოვოს ნებართვა - ფოსტით, ტელეფონით, სოცქსელით „ოდნოკლასნიკი“? და როგორ მისცემს პასუხისგებაში საქართველოს სასამართლო - საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს?!

biwvinta-saz-1-anსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ოკუპიებული ტერიტორიების პრობლემა უწინდებურად მოუგვარებელი რჩება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. მან მოუწოდა კანონმდებლებს, დააჩქარონ ცვლილებების მიღება კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ზაქარეიშვილის თქმით, კანონში შეთავაზებული ახალი ცვლილებები არ ხსნის პასუხისმგებლობას „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) „უკანონო“ (საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე) სტუმრობისათვის. აღნიშნულ რესპუბლიკებში პირველი სტუმრობა რფ-ს მხრიდან, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, 400 ლარის (240 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, ხელმეორე დარღვევისათვის კი სასჯელის ზომას სასამართლო დააწესებს. ცვლილებები კანონში ასევე ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სპეციალურ ნებართვას საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად „აკრძალულ მონაკვეთებში“ (რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარი).

სხდომის მიმდინარეობისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ახალი შესწორებების მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს. ოღონდ, როგორ აცნობოს ბიჭვინთაში ან ავადჰარაზე დასვენების მოუსრნე რიგითმა მოქალაქემ საქართველოს ხელმძღვანელობას და სთხოვოს ნებართვა - ფოსტით, ტელეფონით, სოცქსელით „ოდნოკლასნიკი“?! და როგორ მისცემს პასუხისგებაში საქართველოს სასამართლო - საერთაშორისო ძბენაში გამოაცხადებს?

 Creative Georgia News-ის მასალების მიხედვით