პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტი: “ევროკავშირი საქართველოს სახით მიიღებს ქვეყანას, რომელიც არის კარიბჭე კასპიის ზღვისაკენ, აზიის საინტერესო ბაზრებისკენ; რომელსაც აქვს მეტად მოქნილი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა ბიზნესისთვის"

Prez-pol-3-an-4საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში “ევროკავშირი, სამეზობლო და მისფარგლებს მიღმა".

"ეს განვითარების საინტერესო შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ რეგიონს - კავკასიის რეგიონს, კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღვის რეგიონს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით, ჩვენ ასევე მივიღებთ დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების შესაძლებლობას, უფრო სტაბილურ ეკონომიკას. თუმცა ეს ორმხრივი სარგებელია, რადგან, თავის მხრივ, ევროკავშირი საქართველოს სახით მიიღებს ქვეყანას, რომელიც არის კარიბჭე კასპიის ზღვისაკენ, აზიის საინტერესო ბაზრებისკენ; რომელსაც აქვს მეტადმოქნილი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა ბიზნესისთვის. ეს არის ქვეყანა, რომელიც ახალ ინფრასტრუქტურას ქმნის ნავთობისა და გაზისმაგისტრალებისთვის. საქართველოს ეს მიმზიდველს ხდის არა მარტო ევროპელი, არამედ აზიელი პარტნიორებისთვისაც", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.