პუბლიკაციები
"მშვიდობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს. არ არსებობს ამ პრობლემის სწრაფი მოგვარების გზა, მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდება აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. ამ მხრივ, დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მათ შორის თურქეთის ხელისუფლების. საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მისცეს ევროპაში ინტეგრირების ყველანაირი შესაძლებლობა, იქნება ეს ბიზნესის განვითარება თუ ვიზის ლიბერალიზაცია. ასე რომ, ვფიქრობ, უდიდეს გზავნილს ვუგზავნით სოხუმში, ცხინვალში მცხოვრებლებს, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ გაერთიანებული საქართველოა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
„საქართველო არასოდეს დათანხმდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ვიცით, რომ ეს რუსეთისთვისაც რთული საკითხია. მაგრამ, ამავდროულად ვიცით, რომ არსებობს მიმართულებები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ", -განაცხადა პრეზიდენტმა.