უცხოეთი
კემერონი ბრიტანელებს რეკომენდაციას აძლევს, ხმა მისცენ ევროკავშირიდან გამოსვლას

zar-1საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გამოსვლა მართებს, - იტყობინება The Guardian. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ ის შეძლებს ქვეყანა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირით უზრუნველყოს.

კემერონის განცხადებით, 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში იგი ყველაფერს იღონებს ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობის თაობაზე რეფერენდუმის ჩასატარებლად.

პრემიერ-მინისტრი ასევე დარწმუნებულია, რომ ისეთი შიდაპარტიული სკანდალების მიუხედავად, როგორიცაა ყოფილი პარლამენტარი-კონსერვატორი მარკ რეკლესის დამოუკიდებლობის პარტიაში გაწევრება და კონსერვატიული პარტიის წევრი ბრუკს ნიუმორკის გადადგომა, მხოლოდ კონსერვატიულ მთავრობას შესწევს უნარი, „ააშენოს ძლიერი ბრიტანეთი, რომლითაც შეიძლება იამაყო“.