პუბლიკაციები
სკანდალური ჩანაწერები: "ბედუკაძეს ფულს ხომერიკი კი არა, ებრალიძე უგზავნიდა"

samart-2საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი სკანდალურ ჩანაწერებს ასაჯაროებს. პირველ ჩანაწერში ერთმანეთს ესაუბრებიან ბელგიაში ემიგრაციაში მყოფი ყოფილი სამხედრო ჩინოსანი ვიქტორ ჭელიძე და მოსკოვში მცხოვრები ქართველი ზაზა გაბედავა. ჩანაწერის ფრაგმენტში საუბარია იმაზე, რომ ციხის კადრების ერთ-ერთ ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში მყოფი ვლადიმერ ხომერიკი ფულს უგზავნიდა და ამ ფაქტის დამადასტურებელი ჩეკები ასევე ბელგიაში, ემიგრაციაში მყოფ იგორ გიორგაძის ყოფილ თანაშემწესთან მარინა ბარბაქაძესთან ინახება.

(ვიქტორ ჭელიძისა და ზაზა გაბედავას სატელეფონო საუბრის სტენოგრამა შემოკლებით)

.. ლადო ახლა პოლიტიკურად ბეცია, მაგან არ იცის პოლიტიკა, სიმონ. მაგი იყო ციხის თანამშრომელი და მორჩა.

.. მე გეუბნები შენ, აი, ამ მარინა ბარბაქაძეს და დათო სილაგაძეს აქვთ ჩეკები, „ბრატ“. ესენი უგზავნიდნენ აქ, ერთი 15000 დოლარის, მეორე 25000, ხომერიკის გამოგზავნილი ფულები, „ბრატ“.

.. ხომერიკი კი არა, ეს ებრალიძის ფულები იყო. ხომერიკი მეტროთი დადის, მანეთი არა აქვს, ყლეამოგდებული დადის აქ.

ვ.ჭ. ებრალიძეა თუ ვინ არის, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, „ბრატ“. მე ხომ არ ვიცი, ვინ რა არის.