აქტუალური
კურტანიძე: "თუ არ გაჩერდებიან, საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს აძლიერებდნენ!"

aqtual-3საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ბოლო დროს მისი მისამართით აგორებულ კამპანიას ,,ასავალ-დასავალთან“ საუბრისას ეხმაურება.

მე ვაფრთხილებ ყველას, თუ არ გაჩერდებიან, სახელებით და გვარებით საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ზონდერებად მუშაობდნენ და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს აძლიერებდნენ! დიახ, იმათ შორის ვინც მიპირისპირდებიან, არიან სპორსტმენები, ვინც სხვადასხვა რეგიონში ზონდერ-კოორდინატორებად იყვნენ გადანაწილებულნი და ამაში უზარმაზარ პრემიალურ თანხებს იღებდნენ! როცა ჩვენ მოვედით და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონნახევარი ლარი ჩამოეჭრა, ამ სპორტსმენებმა ნაცკოორდინატორობის პრემიები ავტომატურად დაკარგეს. დღეს უკმაყოფილებას გამოხატავენ და ამბობენ - სააკაშვილის დრო ჯობდა, რადგან ჩვენ დიდი ხელფასები გვქონდაო!",-აცხადებს ლუკა კურტანიძე.