აქტუალური
ვახო სანაიამ მაესტრო დატოვა
aqtual-2საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სანაიას ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზი არხის გენერალურ დირექტორთან ბაია გადაბაძესთან დაპირისპირება გახდა. "მაესტროში" ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" დატოვების შესახებ არხი განმარტებას სავარაუდოდ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთებს.