პუბლიკაციები
"მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა და დავათვალიერე ლუგარის ცენტრი!“ - არმიის მდივან მაკჰიუს განცხადება ლუგარის ცენტრში სტუმრობის შემდეგ

aqtual-1საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართვლოში აშშ-ს საელჩოს განცხადება: შეერთებული შტატების მთავრობამ დაახლოებით 150 მილიონი დოლარი გაიღო, რათა საქართველოსა და რეგიონის მოსახლეობა ავადმყოფობისაგან დაიცვას.
ლუგარის ცენტრი თანამედროვე ლაბორატორიაა, რომელიც ბიოუსაფრთხოების მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ლაბორატორიის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხეებთან გამკლავების საქმეში.
საერთაშორისო თანამშრომლობა ლაბორატორიის საქმიანობის საკვანძო ნაწილია. გვჭირდება საუკეთესო მეცნიერების გაერთიანება, ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ საფრთხე შეიძლება რეგიონული მასშტაბის იყოს.

ეს შესანიშნავი ლაბორატორია ღიაა რეგიონის, მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთისა და ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერისათვის, ვისაც აქ ჩამოსვლა და შეთანხმებული პირობებით მუშაობა სურს“.