სამართალი
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის

samart-3საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საუბარია უკრაინელი სტუდენტი იულია მარუშევსკას მიერ გამოცემულ ელექტრონულ წიგნში–„UN HUNDRED”, რომლის თავფურცელზეც განთავსებულია უკრაინის პრეზიდენტის პერსონალური სამადლობელი წერილი ირაკლი ღარიბაშვილისადმი.

იულია მარუშევსკა საქართველოს მთავრობის მეთაურს გაეროს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვდა, მადლობა გადაუხადა უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და საკუთარი წიგნი გადასცა.

იულია მარუშევსკა მსოფლიოში ცნობილი გახდა უკრაინელი ხალხის სახელით გაკეთებული ვიდეომიმართვით, რომელიც  youtube–ზე განათავსა. ვიდეო 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.