სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში იქნება სიმბოლური. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს კონტრიბუცია ამ კოალიციაში იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული

samart-1-anal-3საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიას და აღნიშნა, რომ საქართველოში არავითარი ტრენინგ-ცენტრის შექმნა არ იგეგმება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.

„საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში იქნება სიმბოლური. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს კონტრიბუცია ამ კოალიციაში იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული. არავითარი სამხედრო დახმარება არ იგეგმება, არც ერთი სამხედრო არ იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.