პუბლიკაციები
რუსეთის ჯავახკის დიასპორის პრეზიდენტმა აგასი არაბიანმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს სომხების გენოციდზე „შავი წიგნი“ აჩუქა

sazog-2-an-1საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 21 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-კულტურულ კომპლექსში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანის სახელით, მიღება გაიმართა. მიღებაზე მიწვეული იყო ჩვენი თანამემამულე - რუსეთის ჯავახკის დიასპორის პრეზიდენტი აგასი არაბიანი, რომელმაც სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს საჩუქრად გადასცა წიგნი სომხების გენოციდის შესახებ, სახელწოდებით „შავი წიგნი“.
აღსანიშნავია, რომ წიგნის გადაცემის დროს, რომელიც აღბეჭდილია ფოტოზე, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ესაუბრება საქართველოს წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან: აგასი არაბიანის გარდა, ესენი არიან შირაკ ტოროსიანი, დავიდ რასტაკიანი და ნორიკ კარაპეტიანი, რომლებიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანტიქართულმა ხელისუფლებამ სეპარატისტებად მონათლა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ უყვართ თავისი ერი და სათავეში უდგანან სამცხე-ჯავახეთის სომხების თავისუფლებისა და უფლებების დაცვის საბჭოს.

„პიარშიკი“ სააკაშვილის ორმაგი სტანდარტები, რომელიც, ერთი მხრივ, თავს სომეხად აცხადებდა „იმათ ჯიბრზე, ვისაც სომხები არ უყვარს“ და აპიარებდა სომეხ პოლიციის კაპიტანს, რომლემაც „რუსულ ტანკებს გზა გადაუღობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში“, დღეს ყველასათვის ცნობილია. თუმცა, ისმის კითხვა: სადაა მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები, მაგალითად, თავის თანამემამულეებს შორის დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე აგასი არაბიანი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, ცდილობდა საქმით დაეცვა სომხების უფლებები ამ მაღალმთიან, მკაცრი კლიმატისა და ხელისუფლებისგან მივიწყებულ რეგიონში, არ არის საქართველოს პატრიოტი, ან, უფრო მეტიც, სეპარატისტია?

ხოლო თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, მაშინ დღემდე რატომ არ გაააუქმა ახალმა ხელისუფლებამ წინა ნაცხელისუფლების გადაწყვეტილება მისი საქართველოში არშეშვების თაობაზე? რატომაა ის იძულებული, რუსეთში იცხოვროს და არ შეუძლია დაუბრუნდეს მშობლიურ მიწას, თავის კერას, მოინახულოს ნათესავები, მეგობრები და მუხლი მოიყაროს წინაპართა საფლავზე?!

ვიმედოვნებთ, რომ საქინფორმის ამ პუბლიკაციის შემდეგ ქართული კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით.