რელიგია
ილია მეორე: „საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისი არიან“

sazog-1-relig-1საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში სომეხთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისი არიან:

მახსენდება ჩემი შეხვედრა რომის პაპთან ვატიკანში. მან გადმოიღო ატლასი და მითხრა, თუ როგორი რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს საქართველოსა და სომხეთს, რომ ისინი არიან ქრისტიანული ოაზისი. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ.

ჩვენ არ უნდა ვწერდეთ ერთმანეთზე, საქართველო არ დაწერს არავითარ უარყოფითს საერთაშორისო ორგანიზაციებში. თქვენ გესმით, რას ნიშნავს ჩვენი სიახლოვე. როცა კარგად იყო საქართველო, კარგად იყო სომხეთიც და პირიქით, როცა ცუდად იყო საქართველო, ცუდად იყო სომხეთიც. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ურთიერთობებს", - აღნიშნა უწმინდესმა.