უცხოეთი
ჩურკინი: „უცნაურია, რომ უკრაინის პრემიერი იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკური კოლაფსისკენ მიმავალი თავისი ქვეყნის მრავალრიცხოვანი პრობლემებით იყოს დაკავებული, ნიუ იორკში ჩამოვიდა, რათა გვიან საღამოს გენასამბლეის ნახევრადცარიელ დარბაზში გამოსულიყო...“

1Curka-zar-2საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. რფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა გააკრიტიკა გაეროს ტრიბუნიდან უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკის გამოსვლა, - იტყობინება რია ნოვოსტი. მისი აზრით, იაცენიუკს, ალბათ, დაავიწყდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა, რომელსაც მთელი ბოლო ხნის მანძილზე ინტენსიური დიალოგი აქვს პრეზიდენტ პუტინთან.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ იაცენიუკი უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის კურსის კრიტიკით გამოვიდა და თავისი გამოსვლა რუსეთის პრეზიდენტისადმი პირდაპირი მიმართვით დაასრულა: „ბატონო პუტინო, თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ბრძოლა ჯარების წინააღმდეგ, მაგრამ ვერასოდეს დაამარცხებთ ერთიან უკრაინულ ნაციას!“