სამართალი
მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა

1Sopo-sam-3-mtსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. მომღერალი სოფო ნიჟარაძე რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ამბები.გეს- წყაროს ცნობით, ნიჟარაძე ამერიკაში მუსიკოს ნიკა მემანიშვილთან ერთად იმყოფებოდა და ისინი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდნენ. ნიჟარაძის საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლის შესახებ მემანიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „იგი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას და ამერიკული კარიერისთვის აქტიურად ემზადება".

რამდენიმე კვირის წინ კი სოციალურ ქსელში სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის ამერიკაში გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტოები ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში (NEW YORK CITY CENTER) ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზეა გადაღებული.

როგორც AMBEBI.GE იუწყება, სააკაშვილი და ნიჟარაძე ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ამერიკაში,  მანჰეტენზე მდებარე კაფე-ბარებს სტუმრობენ და ველოსიპედით სეირნობენ.

ნიჟარაძესთან დაახლოებული პირის ცნობით, სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს რამდენიმე კვირის წინ ამერიკაში, მანჰეტენზე, 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარე სახლი  2 მილიონ დოლარად უყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას პირად საუბრებში აშშ-ში მცხოვრები სხვა ქართველი ემიგრანტებიც ადასტურებენ.

მანჰეტენი პრესტიჟული საცხოვრებელი ადგილია ამერიკაში, სადაც ბინები 30 მილიონამდე ღირს.

1Sopo-samart-3-1 1Sopo-samart-3-2