პუბლიკაციები
„სამხრეთ კავკასიაში ამერიკელების მთავარი მიზანი რეგიონულ კონფრონტაციაში რუსეთისა და ირანის ჩათრევა, დასავლეთისთვის გაზის მიწოდების მათეული გეგმების ჩაშლა, ასევე, რეგიონში მოსკოვის გავლენის შემცირებაა!“

1Videomost-akt-2-anსაქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ასე მიაჩნიათ საერთაშორისო ჟურნალისტიკისა და კვლევების ცენტრის კლუბის „ექსპერტთა გარემოს“ სხდომის წევრებს, რომელიც ვიდეოხიდის - „მოსკოვი-თბილისი-ერევანი“ ფორმატით გაიმართა თემაზე „სამხედრო აქტივაცია სამხრეთ კავკასიაში - მეორე ანტირუსული ფრონტია?“, რომელშიც მონაწილეობდნენ ვერონიკა კრაშენინიკოვა, სერგეი შაკარიანცი, ანდრეი არეშევი და ვალერი კვარაცხელია...
სამხრეთ კავკასიაში ამერიკის სტრუქტურების მთავარი მიზანი - არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ირანისტისაც ზიანის მიყენება, ორივე ქვეყანაზე კომბინირებული შეტევის განხორციელებაა. სწორედ აქეთაა მიმართული ყველა მოვლენა, მოიცვას სამხრეთ კავკასია სამხრეთიდანაც  - ახლო აღმოსავლეთის მხრიდან და ჩრდილოეთიდანაც - შავი ზღვისა და ზღვისპირეთის რეგიონების მხრიდანაც“, - განაცხადა პოლიტოლოგმა სერგეი შაკარიანცმა. ამ შემთხვევაში, - განმარტა მან, „რუსეთიცა დ აირანიც ჩათრეული აღმოჩნდებიან რეგიონულ კონფრონტაციაში და ამით იძულებით დახარჯავენ თავის ძალებსა და საშუალებებს ხანძრის ჩაქრობაზე სადღაც, გვერდით“. პოლიტოლოგის აზრით, სიტუაცია უკრაინაში და ამერიკელების ავიაიერიშები სირიაზე მიმართულია იქით, რომ წერტილი დაუსვას რუსეთ-ირანის შეთანხმებებსა და გეგმებს დასავლეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ.
შაკარიანცმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში დიდი ხანია შეინიშნება ნატოს აქტივაცია მისი ერთ-ერთი წევრის - თურქეთის სახით.

თურქეთის მინისტრებმა და ძალოვანებმა ბოლო ხანია მოუხშირეს საქართველოსა და აზერბაიჯანში სტუმრობას, ჩაატარეს წვრთნები, მოილაპარაკეს ძალიან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაზე უახლოეს ხანებში“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, ასეთი აქტივაცია მიმართულია მხოლოდ ერთისკენ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ კომბინირებული იერიშისკენ რუსეთსა და ირანზე. „ყველაფერი ერთი სტრატეგიის ჩარჩოებშია: ყველაფერი კეთდება დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ორი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა შაკარიანცმა.