პუბლიკაციები
New York Times-მა სააკაშვილი ბრუკლინში მისი ცხოვრების ამსახველ სტატიაში დაამცირა: „გაუპარსავ, ტატუირებულ მამაკაცებს შორის ენერგიული მიშკა შხამიანი მწვანე ფეხსაცმლითა და ბაზრობაზე ნაყიდი მოდური მზის სათვალით გამოირჩევა“

1Bruklin-saz-2-an-8საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელი ჟურნალისტი Jason Horowitz-ი NYT-დან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაზე ჰყვება, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას ბრუკლინში ემალება.

ბრუკლინში, სმორგასბურგის სურსათ-სანოვაგის ბაზრობაზე გაუპარსავ, ტატუირებულ მამაკაცებს შორის მიხეილ სააკაშვილი შხამიანი მწვანე სპორტული ფეხსაცმელებითა და მოდური მზის სათვალით გამოირჩეობდა.  ადგილობრივი საკვების რიგში მდგარმა ექსპრეზიდენტმა, ქოქოსის კოქტეილი შეუკვეთა და დამშეული ამერიკელების რიგიდან ჩვენკენ გამოემართა.

ჩემმა მეგობარმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა შეიხმა საქართველოს 20 ათასი პალმა აჩუქა", - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და საწრუპი ჩხირი წყლით სავსე ქოქოსის ნაჭუჭში ჩაჰყო. რამდენიმე ყლუპის გაკეთების შემდეგ კი დასძინა - „პირადი საჩუქრის სახით".

სააკშვილი ცდილობს, ყველაფერს „დემოკრატიული მშენებლობის“ პრიზმაში შეხედოს, მაგალითად, მოდურ ადგილ „კაფე მოგადორს“ თავის საყვარელ კაფეს უწოდებს, რადგან იგი ძალიან დემოკრატიულია. ამავდროულად, საქართველოს ექსპრეზიდენტი უილიამსბურგში ცხოვრების სიძვირეს უჩივის. „ღარიბი არ ვარ, მაგრამ ფასები ნამდვილად იკბინება“, - აცხადებს იგი.

ბ-ნი სააკაშვილი ამ რაიონში ჯერჯერობით მთლად „თავისიანი“ არ არის. მაგალითად, ამას წინათ იგი ოტელ Wuthe-ში არ შეუშვეს, სადაც მეგობრებთან ერთად მივიდა. დაცვამ მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლო. „თუმცა, ეს ნორმალურია“, - მიაჩნია თავად ქართველს.

საიდუმლო სამსახურმა მაშინვე მონათლა სააკაშვილი „ენერგიულ მიშად“ (Energizer Bunny). ექსპრეზიდენტს უყვარს ბაზრობაზე სიარული, სადაც უცნობი მხატვრების სურათებით ტკბება, ოდესღაც აქ Prada-ს მზის სათვალეც იყიდა. ასევე ბაზრობაზე იყიდა 50-მდე ძველი წიგნი და ისინი თავის „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას“ გაუგზავნა.