პუბლიკაციები
2014 წლის იანვრიდან აგვისტომდე რუსეთიდან საქართველოში 488 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, აშშ-დან კი 52 მლნ დოლარი. სულ საქართველოში ამ პერიოდში 965 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რომლის 50 %-იც რუსეთიდან გამოიგზავნა

1Dollars-saz-1-an-7საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. 2014 წლის იანვარ-აგვისტოში უცხოეთიდან ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების ელექტრონული სისტემებით 964.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. აღნიშნული მონაცემი 30.1 მლნ დოლარით ანუ 3.2%-ით მეტია, 2013 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით.

აგვისტოში საქართველოში 130.1 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 6.8 მლნ დოლარით მეტია 2014 წლის ივლისთან შედარებით და 1.1 მლნ დოლარით მეტია 2013 წლის აგვისტოსთან შედარებით.

2014 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში რუსეთიდან 487.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ფულადი გზავნილების სისტემებით მიღებული საერთო მუცოლობის 50.3 %-ს შეადგენს, აშშ-დან საქართველოში 51.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა (5.4%), საბერძნეთიდან - 138.8 მლნ დოლარი (14.6%), იტალიიდან - 81.8 მლნ დოლარი (8.5%).