პუბლიკაციები
გასული საუკუნის 40-იან წლებში დეპორტირებული მესების რეპატრიაციის საკითხში საქართველოს მტავრობამ დაამტკიცა სტრატეგია და შეიმუშავებს გეგმას რეპატრიანტების ღირსეული სამსახურითა და ხელფასით უზრუნველსაყოფად. როგორ შეხვდება ამას ქვეყნის ძირეული მოსახლეობა?

Repatriacia-pol-3-an-10საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტი აპირებს შეიმუშაოს გეგმა, რომელშიც რეპატრიაციის პროცედურები და მოქმედებათა მექანიზმები გაიწერება. სტრატეგიის მიხედვით, რეპატრიანტების დაბრუნება ითვალისწინებს მათ მაქსიმალურ ინფორმირებასა და ადაპტაციას საქართველოს სამართლებრივ სივრცეში. მესხების ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის სტრატეგიაში ხაზგასმულია მათი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების აუცილებლობა. ამასთან, მათ წაუყენებენ რიფგ მოთხოვნებს, რომელთა შორისაც იქნება საქართველოს კანონებისა და სახელმწიფო ენის ცოდნა. ამ მიზნით მთავრობას განზრახული აქვს, რეპატრიანტებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა და საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ორგანიზება.

მეორე ეტაპი იქნება რეპატრიანტების უზრუნველყოფა ღირსეული სამსახურითა და სახელფასო ანაზღაურებით. როგორ შეხვდება ამას ქვეყნის ძირეული მოსახლეობა?..